LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სითხის მიღების ხუთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა

39

ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან მარტივია – სითხის უკმარისობის შესავსებად ჩვენ მაქსიმალურად ბევრს და მაქსიმალურად ხშირად ვსვამთ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რამდენ შეცდომას ვუშვებთ ყოველდღე. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ შეცდომას, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ სითხის ყოველდღიური ნორმა ისე, რომ ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ორგანიზმს.  

შეცდომა პირველი – დღეში 8 ჭიქა სითხე უნდა მიიღოთ!

მედიცინის ინსტიტუტის რეკომენდაციით კი, დღეში 11, 4 ჭიქის დალევაა საჭირო, თუმცა ეს მაჩვენებელი ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, სითხის ზუსტი ნორმა მხოლოდ თქვენს სიმაღლესა და წონაზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ “სითხეში” შედის ხილი და ბოსტნეულიც (მაგალითად, ვაშლს შეუძლია ერთი ჭიქა წყალი ჩაანაცვლოს).

შეცდომა მეორე – სითხის მიღება მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროსაა რეკომენდებული და არა მანამდე!

სინამდვილეში სითხე ყოველი ვარჯიშის წინ, 30 წუთით ადრე უნდა მიიღოთ – ზუსტად ასე მიიჩნევს ფიტნესის ნიუ-იორკელი მწვრთნელი ლარისა დიდიო.

შეცდომა მესამე – მოერიდეთ ჩაისა და ყავის დალევას!  

ნიუ-იორკელი დიეტოლოგის ლიზა კეშმანის განცხადებით, ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს კოფეინის შემცველი ჩაი და ყავა გაუწყლოებას იწვევს, სინამდვილეში მხოლოდ მითია. ყავა და ჩაი მართლაც ასრულებენ შარდმდენის ფუნქციას, თუმცა სითხე, რომელსაც ორგანიზმი ამ სასმელებთან ერთად იღებს, აღადგენენ დანაკარგს და ხელს უშლიან გაუწყლოებას.

შეცდომა მეოთხე – ცუდია სითხის ხშირი მიღება!

სინამდვილეში ცუდი არაფერია იმაში, თუ თქვენ დროდადრო რამდენიმე ყლუპს მოსვამთ. მეტიც, არასდროს არ დაუშვათ, რომ მოგწყურდეთ.

შეცდომა მეხუთე – სითხე მხოლოდ საკვების მიღების დროს უნდა დალიოთ!

სინამდვილეში, ეს არასწორია. დაიდგით საწოლის გვერდით ერთი ბოთლი წყალი. ახალგაღვიძებულზე პირველი რასაც დაინახავთ, წყალი იქნება და პირველი რასაც გააკეთებთ – წყალს დალევთ. აქციეთ ეს წესი თქვენი ცხოვრების წესად და სწრაფად იგრძნობთ სიმსუბუქეს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები