LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი გრძელდება: რას წერს მაიკლ ჯექსონის ექიმი სკანდალურ წიგნში

134

მაიკლ ჯექსონის გარშემო სკანდალი არ სრულდება. პოპ მუსიკის მეფის ექიმი, კონარდ მიურეი, რომელსაც მომღერლის სიკვდილში ადანაშაულებენ, ახალ წიგნს წერს.  „სულ ესაა“ ასე ჰქვია წიგნს, სადაც ექიმი ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრების აქამდე უცნობ ისტორიებს ყვება.

წიგნში მიურეის ჯექსონის უცნაურ გატაცებებზე წერს. მისი თქმით, ჯექსონს პატარა გოგონები იტაცებდა. ის უზომოდ იყო შეყვარებული ემა უოთსონზე, რომელიც მაშინ 11 წლის იყო. მომღერალმა ის „ჰარი პოტერიდან“ გაიცნო და მასზე დაქორწინებასაც კი გეგმავდა.

ექიმის სკანდალური წიგნიდან ცნობილი ხდება, რომ ჯექსონი გატაცებული იყო მეგობრის 5 წლის ქალიშვილით. ახალ წიგნში ასევე საუბარია მაიკლ ჯექსონის ცხოვრების კიდევ ერთ სკანდალურ დეტალზე. მიურეი ამტკიცებს, რომ მუსიკოსი გოგონების გამოძახების სერვისით სარგებლობდა და იმისთვის, რომ არ ეცნოთ, კლოუნის ფორმაში ეწყობოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები