LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლოლაკში, ჭონქაძის ქუჩაზე სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებენ

103

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე თბილისში, ჭონქაძის #21-ში მდებარე უძრავი ქონება გამოიტანა. პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა და 3841 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდება. საწყისი ფასი 8,2 მლნ ლარია, „ბიჯი“- 5000 ლარი. 

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა საპრივატიზებო საფასური 45 დღეში უნდა დაფაროს, ასევე უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ადგილზე, 36 თვეში, არანაკლებ 80 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, შესაბამისი ეზოთი და ინფრასტრუქტურით. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 10 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

აუქციონი 2017 წლის 21 დეკემებრს , 17:00 საათზე დასრულდება.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ წარმატებით მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები