LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე! – ნიკოლ ფაშინიანი

94

სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე! – ამ განცხადებით სომეხი ოპოზიციონერი, პარლამენტის წევრი, ნიკოლ ფაშინიანი, სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომას ეხმიანება.

განცხადება პოლიტიკოსის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

“არავის შეუძლია შენ ეს გამარჯვება წაგართვას. გილოცავ, გამარჯვებულო ხალხო!“ – წერს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა დაკავებული თანამდებობა დღეს დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები