LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური მასწავლებლები სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ – მიხეილ ჩხენკელი

88

სპეციალური მასწავლებლები სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

“ჩემი ინიციატივით მომზადდა ცვლილებების პროექტი კანონში ზოგადი განათლების შესახებ და სპეციალური მასწავლებლები სექტემბრიდან უკვე მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ. ამავდროულად, ხელს შევუწყობთ მაღალკვალიფიციური სპეციალური მასწავლებლის მომზადებას და სკოლების ბაზაზე ინტეგრირებული კლასების გახსნას,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ინკლუზიური განათლების რეფორმის შესახებ “ფორტუნას” მანამდე ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ეკა დგებუაძე, ესაუბრა.  მისი თქმით, კანონში ცვლილებების შემდეგ, სპეცმასწავლებლის ახალი დაფინანსების წესი გაიწერება, რომლის მიხედვით ხელფასი მათი განათლების, კვალიფიკაციის და სტაჟის მიხედვით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები