LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ნიუჯერსის შტატში – დაშავდა 22 ადამიანი

35

ნიუ ჯერსის შტატში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ ტრენტონში ხელოვნების ფესტივალის დროს ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა. დაშავდა 22 ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთი თავდამსხმელი, 33 წლის მამაკაცი, ადგილზე მოკლეს. მეორეს დაკავება პოლიციამ მოგვიანებით შეძლო. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ხალხმრავალ ადგილზე სროლის მოტივი. ფესტივალზე ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები