LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სსფ საქართველოს ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში დაეხმარება

92

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სსფ-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს ვიტორ გასპარს შეხვდა.

შეხვედრაზე საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები განიხილეს. შეხვედრა ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მიმდინარეობაზე, მიმდინარე და 2019 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებელებზე.

მხარეებმა მიმოიხილეს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების პაკეტი, რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები