სტეფანემ თავისი ძველი ჰიტის, „დამღალე“ ახალი ვერსია გამოუშვა. მომღერალმა კომპოზიცია გააზიარა და დაწერა:
„იმედია, სიახლეებით ტვინი არ წაგიღეთ, მაგრამ ერთი სიმღერაც ჩავწერე კონცერტიდან “დამღალე” , რომელიც ახალი წლის ღამეს შესრულდება.
პ.ს: ახალი სიმღერა უკვე გაკეთებული გვაქვს და გაზაფხულამდე კლიპთან ერთად, გპირდებით გამოვა…“
კომპოზიციაზე იმუშავეს დრამერმა ზაზა ცერცვაძემ, პიანისტმა – პაატა ანდრიაძემ, გიტარისტმა – უჩა მეტრეველმა, ბასისტმა – გიორგი მანაგაძემ, საქსოფონისტმა ხონძიმ, ბექვოკალი კი ტრეკს ჯგუფ „სპრაკლის“ გოგონებმა დაადეს.