LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი ცნობილია

77

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა.

გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა  ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან:

1.  ლადო ჭანტურია – 5 
2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69
3. შოთა გეწაძე – 3.85
4. თამარ ალანია – 3.77
5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69 

დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა.

მოსამართლეობის მსურველი ხუთი კანდიდატის დასახელებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით  შექმნილმა სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ საკუთარი მანდატი ამოწურა.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია ორი დღის განმავლობაში 23 კანდიდატს გაესაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები