LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი შესაძლოა, 13 ივნისის სტიქიისას დაკარგულ ადამიანს ეკუთვნოდეს

163

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი მამაკაცის ცხედრის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ცხედარი იქვე მდებარე მშენებლობაზე დასაქმებულებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ცხედარი გახრწნილია. ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ამ დროისთვის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.

ცხედარი ახლოს მდებარე სასაფლაოს სიახლოვეს არის აღმოჩენილი.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცხედრის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ქანების გამო სასაფლაოს მიწის ჩამოშლა მოხდა.

ასევე ამბობენ, რომ ტერიტორია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ეპიცენტრია და არაა გამორიცხული სტიქიისას გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყოს.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მოსულები იყვნენ 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები, თუმცა მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს.

13 ივნისის სტიქიის შედეგად 21 ადმიანი დაიღუპა, მათგან ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები