LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორი კვება 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

406

ახალგაზრდები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სწორ და დაბალანსებულ კვებას, რადგან ორგანიზმი ჯერ კიდევ სავსეა ენერგიით და ადვილად უმკლავდება დატვირთვას, საკვები კი, იშვიათად იწვევს სერიოზულ დისკომფორტს. თუმცა, ასაკთან ერთად ჯანსაღი კვების როლი საგრძნობლად იზრდება ადამიანის ცხოვრებაში, ქრონიკული დაავადებები და მუდმივი სტრესი გვაიძულებენ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს რაციონს, 40 წელი კი, სწორედ ის ასაკობრივი ზღვარია, როცა აუცილებელია გარკვეული ცვლილებები და კორექციები შევიტანოთ ჩვენი კვების რეჟიმში.

  1. ნაკლები ცხიმი!

შესაძლოა, ბევრი არ დაეთანხმოს ამგვარ მოსაზრებას, რადგან ცხიმები ჯანმრთელი კანისა და თმის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. თუმცა, საუბარია არა ზოგადად ცხიმებზე, არამედ ცხოველურ ცხიმებზე, რომელთა შემცირება მინიმუმამდეა საჭირო. მიირთვით თევზი, თხილი და მზესუმზირა ან სასარგებლო ცხიმები, თუნდაც ზეითუნის ზეთი, რადგან ეს პროდუქტები არ ზრდის ქოლესტერინის დონეს და დიდი ხნით შეუძლიათ თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნება.

b9bfe5a63dc2b6f7ea68bbb20a5860bf5c43e76e

  1. ნაკლები კალორიები!

ასაკთან ერთად ცხოვრების წესი იცვლება და ჩვენი აქტიურობაც მცირდება, ამიტომ საჭიროა დღიური რაციონის კალორიულობის გადახედვა და მისი მნიშვნელოვნად შემცირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნაკლებად მოძრავი ცხოვრებით ცხოვრობთ და მთელ დღეებს ოფისში ატარებთ. შემცირებული მეტაბოლიზმი კვების ძველი რეჟიმის შენარჩუნების პირობებში ხელს შეუწყობს წონის მომატებას, იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს და ზედმეტ ტვირთად აწვება გულსა და სისხლძარღვებს. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად მიირთვით რეგულარულად, თუმცა შეამცირეთ პორციები. ამოიღეთ რაციონიდან სწრაფი ნახშირწყლები, რომლებიც არ აქრობენ შიმშილის გრძნობას, თუმცა მომენტალურად ზრდიან შაქრის დონეს სისხლში და ხელს უწობენ დიაბეტის განვითარებას.

91fdd03882f8ca97cd628c5bd2e167a64eb2dca6

  1. სწორი ცილები!

ადამიანის ორგანიზმი აქტიურად 25 წლამდე იზრდება და სწორედ ამ პერიოდში ჭირდება მას ყველაზე მეტად ცილები, როგორც უჯრებების მთავარი ”სამშენებლო მასალა”. მოგვიანებით, აუცილებელია რაციონის გადახედვა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით ცილების და სხვა ნუტრიენტების შემცირება (დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 90 გრამს). ყურადღება მიაქციეთ ცილების ხარისხსაც, შეიტანეთ თქვენს რაციონში ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო და სხვა რძის პროდუქტები, ასევე თევზი და ქათმის ხორცი, რომელიც არა მარტო ადვილად გადასამუშავებელია, არამედ კალორიებსაც ნაკლებად შეიცავს.

  1. მეტი უჯრედისი!

ასაკთან ერთად ორგანიზმი ვეღარ ახერხებს საკვების სწრაფად გადამუშავებას. სწორედ ამიტომ, იზრდება ზოგიერთი პროდუქტის როლი. კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა ყოველდღიურ რაციონში უჯრედისის შეტანა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ბოსტნეული. უკეთესია ბოსტნეულის უმად მიღება, თუმცა თუ მანამდე ნაკლებად მიირთმევდით სალათებს, უკეთესია რაციონში მისი ეტაპობრივად შეტანა, რათა არ გადატვირთოთ ორგანიზმი და რა გამოიწვიოთ მუცლის შებერილობა. ყურადღება მიაქციეთ კენკრასაც, რომელიც არა მარტო ანტიოქსიდანტებს შეიცავს, არამედ აფერხებეს ადრეულ დაბერებას, გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით და ანადგურებეს მიკრობებს ნაწლავებში.

ae5bbc27a97ddd2b9ac52d94f3f355ae261f18e2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები