LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჭანუყვაძე: „ერთადერთი მსგავსება, რაც კეკესთან მაქვს, ჩაცმის სტილია…“

644

თაკო ჭანუყვაძე „ჩცდ“-ში კეკეს როლს თამაშობს. ის მოზარდ მაყურებელთა თეატრშია დაკავებული, პროფესიით მსახიობი გახლავთ. პოპულარობა კი კეკეს როლმა მოუტანა, რომელიც პოპულარულ სერიალში ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი გახდა.

თაკომ ინტერვიუ მისცა ჟურნალ „სარკეს“, სადაც საკუთარი ოჯახის შესახებ საუბრობს და ამბობს: „კეკესა და ვატიკანას შორის დიდი სიყვარული არ იგრძნობა, ჩემი და ჩემი ქმრის შემთხვევაშიც კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირია… ჩვენ უფრო თბილი ურთიერთობა გვაქვს“.

როგორც თაკო ამბობს, მასა და მის მეუღლეს სამი წლის ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც ანასიკო ჰქვია.

ყურადღებიანი ცოლი ხართ?

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი ცოლი ვარ, თუმცა ეს ალბათ ჩემი ქმრისგან უნდა მოისმინოთ.

რას საქმიანობს თქვენი ქმარი?

ეკონომისტია. პირადზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ბოდიშს მოგიხდით, ამაზე არ ვისაუბროთ.

როგორ ათავსებთ სერიალს, თეატრს, ოჯახს ერთმანეთთან?

ვცდილობ, შევათავსო, რადგან სხვანაირად არგამოდის. თეატრში ხელს მიწყობენ, როცა იციან, გადაღების დღეები მაქვს, მათავისუფლებენ, დანარჩენ დროს თეატრს, შვილს, მეგობრებს ვუთმობ.

თაკო ინტერვიუში თავისი პერსონაჟის შესახებ ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს:

„კეკე იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც, ძირითადად, სახლში არიან, მუშაობა არ უყვართ, მეგობრებზე, ჩაცმაზე, გართობაზე არიან გადართული. კეკეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ინტერესი არ აქვს. ასეთი ადამიანები რეალურადაც არსებობენ და გარშემო მეც მყავს ისეთები, რომლებსაც უბრალოდ, მუშაობა არ უნდათ, თავიანთი გასართობები აქვთ… ერთადერთი მსგავსება, რაც კეკესთან მაქვს, ჩაცმის სტილია. ზუსტად იმავენაირად იცვამს, როგორც მე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g