LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძე: „ანრი ჯოხაძის არაჩვეულებრივი სიმღერა ევროპისთვის თურმე ძველმოდური აღმოჩნდა”

78

თაკო გაჩეჩილაძე თბილისში დაბრუნდა. „ევროვიზიის“ ნახევარფინალში გამოსვლის შემდეგ მან კონკურსი დატოვა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მეათე ადგილზე გასულ კონკურსანტს სულ 16 ქულით ჩამორჩა და მე-11 ადგილი დაიკავა ნახევარფინალში, შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე გადანაცვლება ვეღარ მოახერხა.

თაკომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყველა ადამიანს, რომელიც „ევროვიზიისთვის“ მოსამზადებლად დაეხმარა, მადლობა გადაუხადა.

„რა კარგია სახლში! 🙂

მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სრულიად მთელ დელეგაციას, უნიჭიერეს ბექ-ვოკალისტებს, უნიჭიერეს ანრი ჯოხაძეს არაჩვეულებრივი სიმღერის შექმნისთვის, რომელიც ევროპისთვის თურმე ძველმოდური აღმოჩნდა, Bravo Records-ს, Thomas Gson-ს სუპერ „რევამპისთვის“, გიორგი ცაავას და ლეკო ჭყონიას უმაგრესი ფოტოსესიისთვის, სოფო მაჭავარიანს, რომელიც ბოლომდე ჩემ გვერდში იყო თავისი ოქროს ხელებით! Marika Shalika-ს უმაგრესი რეპორტაჟებისთვის, საქართველოს დიასპორის პრეზიდენტს ნიკოლოზ გუგეშაშვილს, საოცარი მასპინძლობისთვის, Sacha Jean-Baptiste უცეცხლესი და მაგარი შოუსთვის, ლაშა ჯოხაძეს, რომელმაც Givenchy -ს haute couture-ს ულამაზესი კაბა შეკერა და არ შემიძლია არ ვახსენო янна, რომელმაც დაამთავრა ბოლომდე ეს კაბა უკვე კიევში:) ასევე მადლობა საქართველოს საელჩოს თბილი მიღებისთვის და რაც მთავარია, თქვენ ყველას, ხალხო! მთელ საქართველოს გიხდით უდიდეს მადლობას ამხელა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის! საქართველო წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო!

მიყვარხართ და მადლობა!

თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ კი არ გამიბრაზდეთ, მაპატიეთ და თავი შემახსენეთ!

გკოცნით ყველას!“ – აღნიშნავს თაკო გაჩეჩილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები