თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი დაქორწინდნენ (ფოტო)

910

ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვი ქართველების სიძე გახდა. მან თაკო გაჩეჩილაძე ცოლად მოიყვანა. წყვილის ქორწილი ახლახან შედგა. ქორწილიდან ფოტო „პირველი არხის“ ჟურნალისტმა, მარიკა შალიკაშვილმა გამოაქვეყნა.

თაკო საცხოვრებლად ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში გადავა, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობს. მომღერალი კარიერის მიტოვებას არ აპირებს, პირიქით, აქტიურად მუშაობს პროდიუსერ მეუღლესთან ერთად ახალ სიმღერებზე.

როგორც თაკომ ახლახან ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თქვა, ძალიან უნდა შვილის გაჩენა.

მომღერალს ვულოცავთ დაქორწინებას და ბედნიერებას ვუსურვებთ!..

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები