LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება დიდი ცოდვაა”, – რომის პაპი

58

რომის პაპმა ფაბრიკების დახურვა და დასაქმებულების დათხოვნა მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე „ძალიან მძიმე ცოდვად“ შეაფასა.

„ყველა, ვინც ეკონომიკური მაქინაციების თუ გარიგებების გამო ხურავს ქარხნებს, კომპანიებს და ხალხს უსამსახუროდ ტოვებს, დიდ ცოდვას სჩადის“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.

კონკრეტულად კი პაპს იტალიაში, ტელევიზია Sky-ში მიმდინარე შემცირებები აწუხებს. იგი დღეს ვატიკანში ათასობით ადამიანის წინაშე გამოვიდა სიტყვით და წინასწარ მომზადებულ სიტყვაზე უარი თქვა.

„სამსახური გვაძლევს საკუთარი თავის რწმენას. ვისაც ადამიანების წინაშე ვალდებულებები აქვს აღებული, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ყველა ქალსა და კაცს შეეძლოს მუშაობა და ამაყად სიარული, იცოდეს საკუთარი თავის ფასი,“ – განაცხადა ფრანცისკემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები