LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლი ქალის გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით დააკავეს

97

სამართალდამცავებმა  ქალზე ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს.

ოფიციალური განცხადებით, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი პირი. შსს-ს ცნობით, ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების განმარტებით, გუშინ, 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა, მან გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ძალადობის შესახებ აცნობა და პატრულ-ინსპექტორებს ტაქსის მძღოლის მონაცემები აღუწერა.

ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები