LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფალი საქართველო“ – თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაზე თვალს ხუჭავს

113

„თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაზე თვალს ხუჭავს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მხოლოდ უცხოენოვანი რეკლამის განთავსება, წარმოადგენს სამართალდარღვევას და იწვევს იურიდიული პირის 3000 ლარით დაჯარიმებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  მხოლოდ უცხოენოვანი სარეკლამო ბანერებია განთავსებული თბილისის პრაქტიკულად ყველა ცენტრალურ ქუჩაზე.

”ერთის მხრივ, სამწუხაროა, რომ კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნეს-საქმიანობა, ასეთ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს კანონმდებლობის მიმართ. მეორეს მხრივ კი, შემაშფოთებელია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უმოქმედობა, რომელიც ვალდებულია კანონდარღვევის აღმოჩენისთანავე მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.

„თავისუფალმა საქართველომ“ უკვე მიმართა თბილისის მერიას რეაგირებისთვის და მიაწოდა იმ ადგილების მისამართები, სადაც კანონდარღვევით არის განთავსებული სარეკლამო აბრები.

მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ჩვენ ქვეყანაში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას და ქართულ სახელმწიფოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები