LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის #35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

71

თბილისის #35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა.

“ჩემ დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა, მაგრამ ბრალის ფორმულირებასთან დაკავშირებით, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ. ადვოკატმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„საერთოდ არასრულწლოვნების მიმართ სხდომებიც დახურულ რეჟიმში იმართება. აქედან გამომდონარე, მე არ მაქვს უფლება გამოვიდე და მისი პოზიცია საჯაროდ განვაცხადო”, განმარტა ადვოკატმა.

სამართალდამცველებმა თბილისში, წითელ ბაღში მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული – 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები