LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში არალეგალურად მოქმედი კაზინო გამოავლინეს

167

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  თბილისში არალეგალურად მოქმედი აზარტული სათამაშო კლუბი, კაზინო გამოავლინა.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს სამ მოქალაქეს, თბილისში, თაბუკაშვილის ექვს ნომერში, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით, არალეგალურად ჰქონდათ მოწყობილი აზარტული კლუბი, სადაც სისტემატიურად იმართებოდა, სხვადასხვა აზარტული თამაშები. თამაშების ორგანიზების სანაცვლოდ მხილებული პირები გასამრჯელოს სახით იღებდნენ აზარტულ კლუბში შესული თანხის 20%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას საპრიზო ფონდის სახით აზარტულ თამაშებში გამარჯვებულ მოქალაქეებზე ანაწილებდნენ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები