LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

31

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, გუშინ ღამით ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 4 ტყვია გაისროლა. თავდასხმის შედეგად მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები