LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საშობაო ალილო სამებაში დასრულდა

97

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო, რომლის მონაწილეებმაც რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობის წინ, თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიარეს. მათ საჩუქრად ტკბილეული დაურიგეს, რომელიც ბავშვთა სახლებში გადანაწილდება.

ტრადიციული მსვლელობა კოსტიუმირებული იყო, რომელიც მაცხოვრის შობის ღამეს განასახიერებდა. კოსტიუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ მოგვები, ქურუმები და მწყემსები, ასევე, სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები.

ალილოს დასასრულ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები