LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

83

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. გზის ამ მონაკვეთზე  მსუბუქი მანქანების გადაადგილება აიკრძალა. საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსი თამაზ აბდულაშვილის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, გომბორზე ტემპერატურა -6 გრადუსია და აქტიურად მიმდინარეობს ე.წ ტექნიკური მარილის დაყრა.

გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები