LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი ლიბიაში – დაღუპულია 33, დაშავებულია 71 ადამიანი

55

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება.

ბენღაზის ყველაზე დიდ მეჩეთთან 30 წუთის ინტერვალით ორი დანაღმული ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც ლოცვის შემდეგ მორწმუნეები მეჩეთიდან გამოდიოდნენ.

ტელეარხის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ლიბიის კონტრდაზვერვის მეთაური, მაჰდი ფალაჰი, დაშავდა.

აფეთქებას ლიბიის ჯარის ერთ-ერთი მეთაური, აჰმედ ალ-ფეიტარი, ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები