LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Sunday Times-მა ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსები გამოავლინა

55

გამოცემა The Sunday Times-მა 2017 წლის ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსები გამოავლინა.

პირველ ადგილზე სერ პოლ მაკარტნი მეუღლესთან, ნენსი შევილთან ერთად განთავსდა. უკანასკნელი 12 თვის მონაცემებით, მათი საერთო შემოსავალი 780 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მეორე პოზიციაზე ენდრიუ ლოიდ ვებერი მოხვდა, 740 მილიონი ფუნტით. საუკეთესო სამეულს კი ჯგუფი U2 548 მილიონით ხურავს. მას ელტონ ჯონი (290 მლნ.), მიკ ჯაგერი (250 მლნ.) და კიტ რიჩარდსი (235 მლნ.) მოჰყვებიან.

ათეულში ასევე ჯორჯ ჰარისონის შვილები – ოლივია და დანი ჰარისონები, რინგო სტარი, მაიკლ ფლეიტლი და სტინგი მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები