LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Tiger Lillies თბილისს მეორედ ესტუმრება – სად იგეგმება კონცერტი

110

ალტერნატიული კაბარე – ასე ჰქვია იმ ჟანრს, რომელშიც 1989 წელს ლონდონში ჩამოყალიბებული ჯგუფი The Tiger Lillies მოღვაწეობს. The Tiger Lillies-ის სტილს არწერენ, როგორც პროვოკაციულსა და ავანგარდულს, სამი წევრისგან შემდგარი ბენდი კაბარეს, ვოდევილსა და ქუჩის თეატრის საინტერესო კომბინაციას სთავაზობს მაყურებელს.

საქართველოში ამ ჯგუფს საკმაო რაოდენობით ჰყავს თაყვანისმცემლები. წლევანდელ Tbilisi Open Air-ზე ჯგუფს 3 ივლისს ჰქონდა გამოსვლა.

როგორც ჩანს, ღონისძიების ორგანიზატორებმა ქართველ მსმენელს ჯგუფისადმი გამორჩეული ინტერესი შეატყვეს, ამიტომაც 8 ნოემბერს თბილისი მეორედ უმასპინძლებს მათ, ამჯერად არა ღია ცის ქვეშ, არამედ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები