LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია კიდევ ერთი ღალატისა და იმედგაცრუების შესახებ პირად ცხოვრებაში – „თითქმის არავის ვენდობი…“

134

თიკა ჯამბურიას შესახებ მუდმივად ვრცელდება ჭორები. მისი პირადი ამბების გარშემო ბევრი ჭორ-მართალი გავრცელებულა. თავადაც ხშირად ულაპარაკია ამ თემაზე, თუმცა ამბობს, რომ სხვისი პირადი ცხოვრებით არასდროს ინტერესდება…

გავრცელდა ხმა, რომ თიკა შეყვარებულია. ამის შესახებ თავად მომღერალს ვკითხეთ. საუბარმა სხვა თემაც მოიტანა, რაზეც თიკამ გულახდილად გვიპასუხა.

თიკა, გავიგეთ, რომ შეყვარებული ხარ, მართალია?

(იცინის) არ არის მართალია. ვისზე არის შეყვარებულიო, რას ამბობენ?

არ დაუსახელებიათ. უბრალოდ, ასეთი ჭორი გავრცელდა.

კი, ძალიან ბევრმა მკითხა, მაგრამ ტყუილია.

არ გაქვს ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილი?

რატომაც არა? თუკი შესაფერისი ადამიანი გამოჩნდება.

როგორი, მაგალითად?

თბილი, ერთგული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემში ეს თვისება მოჭარბებულია (იღიმის). ასეთი, სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისია ბიჭებს შორის.

მამაკაცებისადმი ნდობა ხომ არ გაგიქრა?

ძალიან და ამიტომაც მიჭირს ახალი ურთიერთობის დაწყება. თითქმის არავის ვენდობი.

რაც მეუღლეს დაშორდი, გქონია სერიოზული გრძნობა?

კი, სამწუხაროდ. მორიგი „კრახი“ პირად ცხოვრებაში.

მოგვიყვები?

ძალიან ცუდი იყო. რთულად გადავიტანე და ამჯერად საერთოდ არ მინდა მაგ თემის გახსენება. კიდევ ერთი ღალატი და იმედგაცრუება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, ყველაზე დიდი სიყვარული და ბედნიერება წინ მელოდება. ამჯერად ნინასთვის მინდა ვიყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ჩემს შვილს ვჭირდები. ნინასთვის ყველაფერი მე ვარ დ ამინდა, მთელი ჩემი დრო და ენერგია მას დავუთმო, თუმცა შეყვარებული თუ ვიქნები, არ ვიტყვი… მეყოფა, რაც საჯაროდ გამოვფინე ჩემი პირადი ცხოვრება… მირჩევნია, ჩემთვის ვიყო ბედნიერად და მშვიდად.

გაკვირვებს ის, რომ ხალხს ასე აინტერესებს შენი პირადი ამბები?

მაკვირვებს, იმიტომ რომ, არასდროს დავინტერესებულვარ არავისი ცხოვრებით და მიკვირს ადამიანების, ვინც ყოველთვის სხვის ცხოვრებაშია თავით ჩაფლული.

მეორედ გათხოვების გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდება?

თუ ნამდვილი სიყვარული იქნება, არა მგონია, გადაწყვეტილების მიღება რთული იყოს. მე ის კატეგორია ვარ, ვისთვისაც მთავარი სიყვარულია და მერე დანარჩენი სხვა, პატარ-პატარა რაღაცები…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები