LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურიას არცთუ კარგი წელიწადი – „მინდა, მე და ნინა ცალკე გადავიდეთ საცხოვრებლად…“ (ფოტოგალერეა)

172

თიკა ჯამბურია „ფორტუნას“ საახალწლო გადაღებაზე შვილთან, ნინასთან ერთად სასტუმრო „მერკურში“, „Sky 7“-ის საახალწლოდ მორთულ დახურულ ვერანდაზე გვეწვია.  

თიკა ჯამბურია:

რა თქმა უნდა, ახალი წელი ჩვენს ოჯახში ნინასთვისაა და ნაძვის ხეც მისთვის ირთვება. ვცდილობთ, თოვლის ბაბუამ სურვილები აუსრულოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ რადგან ის კარგად იქცეოდა, თოვლის ბაბუა კრგ საჩუქრებს მოუტანს. ახლა მას თოჯინა უნდა და „ბარბის“ სახლი (იღიმის).

რამდენიმე დღის წინ ვითვლიდი და 14 წელია, სახლში არ შევხვედივარ ახალ წელს. 24 წლის ვარ, 10 წლიდან ამ დღესასწაულზე შინ არასდროს ვყოფილვარ, სულ ვმუშაობ და ოჯახში, ასე რომ ვთქვათ, შემაქვს ფული. სასწრაფოდ ვაგვარებ ხოლმე კონცერტების ამბებს და გამოვრბივარ ნინასთან, მაგრამ მას სძინავს ხოლმე. ძველით ახალ წელს მაინც ვიქნებით ერთად.

ძალიან ბევრ ადგილას მოვსინჯე თავი, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიხარია, ეს სიმღერაა და მიხარია, რომ ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

ყველაზე კარგი ახალი წელი შენს ცხოვრებაში…

ალბათ, ბავშვობაში მქონდა საუკეთესო ახალი წლები, როდესაც თოვლის ბაბუას ჩემთვის საჩუქრები მოჰქონდა. მახსოვს ერთი ახალი წელი, დაახლოებით 9-10 წლის ვიქნებოდი ალბათ, როცა ყველაზე მეტი საჩუქარი მივიღე, რაც ყველაზე ძალიან მინდოდა და ვიყავი უბედნიერესი. მეორე ბედნიერი ახალი წელი მქონდა მაშინ, როცა ფეხმძიმე ვიყავი და ნინას ველოდებოდი. მაშინაც სცენაზე ვიყავი და უბედნიერესი, რადგან ვიცოდი, შემდეგ წელს ნინა მოევლინებოდა ამ ქვეყანას. ალბათ, წინ მე და ნინას ბევრი ახალი წელი გველოდება.

რას ატან ძველ წელს და რას ელი ახლისგან?

ეს წელი ჩემთვის არ იყო კარგი… ბევრი ნეგატიური რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, არც წინსვლა იყო. ამ წელს ძალიან ბევრი ვინერვიულე… მინდა, შემდეგ წელს მე და ნინა მარტო გადავიდეთ საცხოვრებლად, მსურს წარმატება კარიერაში. მეტს არაფერის ვისურვებდი…

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „მერკური“

ვიზაჟი: ანუკა მურვანიძის სკოლა-სტუდია

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები