LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპმოდელი ჯიჯი ჰადიდი თამუნა ინგოროყვას სამოსით გამოჩნდა (ფოტო)

187

დემნა გვასალიას „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორად დანიშვნის შემდეგ ქართული მოდის მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა. საქართველოში ჩატარებული მოდის კვირეულების შემდგომ პრესტიჟული მოდის გამოცემების საიტებზე ხვდება მთლიანი კოლექციები ქართველი დიზაინერებისგან, საიდანაც გიორგი ქებურიას შესახებ ლედი გაგამ შეიტყო, Situationist-ის თაობაზე – ბელა ჰადიდმა, ანჯელინა ჯოლის ახლახან ჩაწერილი ინტერვიუს ფოტოსესიაზე ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი ქუდი მოარგეს, კეტი პერი ქართველ დიზაინერ დებთან – Mach & Mach აქტიურად თანამშრომლობს…

ახლახან კი თამუნა ინგოროყვას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ტოპმოდელ ჯიჯი ჰადიდის ფოტო, სადაც ის ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ სამოსშია გადაღებული.

მოკლედ, ქართული მოდა თანდათან საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის და საკმაოდ კარგადაც იყიდება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები