LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია ინდოეთში – კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

48

ტრაგედია ინდოეთში. ქვეყნის ერთ-ერთ დიდ ქალაქში, ინდაურში, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. არის მსხვერპლიც. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 10 ადამიანი. 4-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ათობით გადარჩენილიც ამოიყვანეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ნანგრევებში კიდევ იყოს ხალხი მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, შენობა მას შემდეგ დაინგრა, რაც მას დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა. ქალაქ ინდრორისხელისუფლება ჯერ მომხდარის ზუსტ მიზეზს არ ასახელებს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, შენობა ძველი იყო და მანქანის შეჯახებას ვერ გაუძლო. ინდოეთში საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობების ჩამონგრევის დროს ყოველწიურად ასობით ადამიანი იღუპება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ან უხარისხო საშენი მასალები ან მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები