LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ “ლამპრების” ოპერატორი თურქეთში გარდაიცვალა

51

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ანსამბლ “ლამპრების”  ოპერატორი გარდაიცვალა, – ამის შესახებ „ფორტუნას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

კვირას მომხდარი  ავარიის შემდეგ მამაკაცი თურქეთის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და დღეს გარდაიცვალა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია, თუმცა როდის მოხდება გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხევვის შედეგად დაშავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, უწყების ინფორმაციით, ისინი კვლავ თურქეთის კლინიკაში რჩებიან.  როგორც ცნობილია, ერთ დაშავებულ ქალს, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივლისს მოხდა. ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც ანსამბლ „ლამპრების“ იმყოფებოდნენ, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები