LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა

286

თურქული ლირის რეკორდული ვარდნა გრძელდება. კურსი 1 თვეში 16%-ით, 1 კვირაში 5%-ით 1 დღეში კი 3%-ით გაუფასურდა. 2006 წლის დენომინაციის შემდეგ დოლარის ღირებულებამ 1 აგვისტოს 5 ლირას პირველად გადააჭარბა დღეს კი უკვე 5.27 ღირს. მცირე ხნით კურსმა 5.4-საც გადააჭარბა, შემდეგ 5.2-მდე ჩამოვიდა და ისევ ზრდა დაიწყო.

დოლარის პარალელურად ლირა გაუფასურდა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ვალუტასთან. ერთ თვეში ევროსთან მიმართებაში კურსი 5.37-დან 6.08-მდე შეიცვალა, ფუნტთან მიმართებაში 6.09-დან 6.83-მდე, ლართან მიმართებაში კი 1.86-დან 2.21-მდე. 1 თვის წინ ლირა 53.5 თეთრი ღირდა, დღეს ფასი 47.6 თეთრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები