LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის მიმართულებით ფრენები დაიწყო

296

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველ კვირეული რეისების განხორციელება დაიწყო.

სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან – ომალოში უკვე გადაიყვანა.

„საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ვერტმფრენი თუშეთში, მაღალ მთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება. ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. რთული გეოგრაფიული პირობებისა და უგზოობის გამო, სოფელი ნახევარი წლის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები