LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი” – პრემიერი ჭუბერში იმყოფება

43

სვანეთში მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჭიროა მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭუბერში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბახტაძის თქმით, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნული სისტემების დამონტაჟების მასტაბური პროექტი იწყება.

“ამჟამად მხოლოდ ორ ადგილას გვაქვს, მომავალი წლიდან კი, ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. მაგრამ, აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი.

„ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან,“ – განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება მესტიაში ჰესის მშენებლობის საკითხი გადაიხედოს, პრემიერმა აღნიშნა: „დასკვნა როდესაც დაიდება, თუ რას უკავშირდება მომხდარი, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

მისივე თქმით, ჭუბერის ხეობაში საკვების, წყლისა და მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სრული მობილიზებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები