LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების კომპანიები რეგულაციების დაწესებას ითხოვენ

77

უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი კომპანიები რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით პარლამენტს სპეციალურ წინადადებას წარუდგენენ.

როგორც ”ფორტუნას” კომპანია „რენტალსის“ დირექტორმა ზურაბ ერისთავმა განუმარტა, საქართველოში ეს სფერო, ფაქტობრივად, არ კონტროლდება, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოაცხადოს, რომ მაკლერია და კომპანია დააფუძნოს.

”ეს, ერთის მხრივ, კარგია, როცა ბიზნესის კეთებისას ბარიერები არ  არსებობს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, ამით მომხმარებელი დაზარალდეს. საჭიროა, საქართველოში მსოფლიო პრაქტიკის დანერგვა, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. პირველი მოთხოვნა ამ სფეროში განათლება უნდა იყოს. მაგალითად, ამერიკაში აგენტი რომ გახდე, ამისთვის შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაციაა საჭირო” – განაცხადა ერისთავმა.

მისი თქმით, საქართველოს რეალტორთა ასოციაცია, სადაც 30-მდე კომპანიაა გაერთიანებული, ამჟამად შიდა რეგულაციების დაწესებაზე მუშაობს, მომზადებულ პაკეტს კი მოგვიანებით უკვე პარლამენტს წარუდგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები