LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გამოიძიონ, ხდება თუ არა ციხეებში პატიმრისა და მესამე პირის საუბრის ფარული მიყურადება – ომბუდსმენი

73

მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება თუ არა პატიმრისა და მესამე პირის საუბრის ფარული მიყურადება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი.

ლომჯარიას თქმით, ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები გავრცელებული ჩანაწერების მიმართ.

„ჩვენ დავინტერესდით ამ ჩანაწერების გარშემო განვითარებული მოვლენებით. ამას ემსახურებოდა ჩემი გუშინდელი ვიზიტიც მირზა სუბელიანთან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, აქ გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სათქმელი. ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები და უნდობლობაც ალბათ, თუნდაც ბოლოს გავრცელებული ჩანაწერის მიმართ. მეც მაქვს კითხვები. ასევე, ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც პოლიტიკოსები არ საუბრობენ და მიმაჩნია, რომ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული მიყურადება პატიმრისა და მესამე პირების საუბრის. ეს მიანიშნებს, რომ გარკვეული პრობლემები ამ თვალსაზრისით არსებობს,” – განაცხადა ლომჯარიამ.

სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიო ჩანაწერები „რუსთავი 2“-მა და მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები