LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურჩხული და ლამაზმანი“ : ემა უოთსონი ლამაზმანის როლში (ფოტო)

341

გამოცემამ  Entertainment Weekly გამოაქვეყნა პირველი კადრები Disney-ის ახალი პროექტიდან „ურჩხული და მოჩვენება“. ლეგენდარული ანიმაციური ფილმის მხატვრულ ვერსიას მაყურებელი 2017 წელს იხილავს.

მანამდე ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიხილოთ ულამაზესი ემა უოთსონი ლამაზმანის როლში. ურჩხულის როლს ფილმში „დაუნტონის სააბატოს“ ვარსკვლავი, დენ სტივენსი ასრულებს.

ახალ კადრებში სჩანს, რომ ფილმში ერთი ერთში მეორდება კადრები 1991 წელს გადაღებული მულტფილმიდან. მათ შორის – ურჩხულისა და ლამაზმანის ცნობილი ცეკვა, რომლის დროსაც  ფილმის გმირს ულამაზესი ყვითელი კაბა აცვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები