LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვადასტურებ, რომ მე გავეცი ჟურნალისტს პასუხი, შაყირი მეგონა – დიმიტრი ქუმსიშვილი

54

ყოფილმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტვ პირველის ეთერში გადაცემა რეაქციაში დაადასტურა, რომ ჟურნალისტს მართლა მან უპასუხა. ქუმსიშვილი განმარტავს, რომ ის ახალი ჩამოსული იყო საქართველოში, როდესაც ზარი შევიდა და როგორც ამბობს, “შაყირი ეგონა”.ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა ისიც, რომ დაახლოებით 20 დღის წინ იყო მისული მთავარ პროკურატურაში, გამოკითხვაზე.ქუმსიშვილის განცხადებით, პროკურატურის კითხვები იყო ძალიან მარტივი და არ იყო პირდაპირ მასთან დაკავშირებული.

„პროკურატურამ მთხოვა, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, იყო ისეთი საკითხები, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. ყველა ის მოსაზრებაზე და კითხვაზე, რაც მათ ჰქონდათ, მაქსიმალური პასუხი გავეცი. დღეს ჩამოვფრინდი უცხოეთიდან და შესაბამისად, დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა.

ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ. დასამალი არაფერი მაქვს. მიმაჩნია, რომ ღირსეულად ვემსახურე კარიერის განმავლობაში ჩემს ქვეყანას. საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გადმოსახედიდან, ეს კითხვები იყო ძალიან მარტივი და არ იყო პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ,ინფორმაცია დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შესახებ დღეს გავრცელდა, რაც მოგვიანებით მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს.  ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ის პროკურატურაში, ქუმსიშვილმა უპასუხა: “მგონი, რაღაც გეშლებათ, სხვისი ნომერია”.

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურაში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები