LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაიბერით ნარკოტიკების შეთავაზებაზე გამოძიება დაიწყო

196

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ვაიბერის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენის შეთავაზებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

შსს-ში დამატებით დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ.

ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი, მარიხუანა და ექსტაზი – ეს არის იმ ნარკოტიკების ჩამონათვალი, რომლის შეძენასაც სმს-ის სახით მოქალაქეებს სთავაზობენ. სმს რუსულენოვანია და ავტორები მსურველებს როგორც ნარკოტიკების შეძენას, ასევე კურიერად დასაქმებას სთავაზობენ.

ვაიბერით ნარკოტიკების შეთავაზება მასობრივად ეგზავნებათ სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებსაც, სადაც ეს პრობლემა მწვავედ დგას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები