LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაკის პარკის“ 20 წლის იუბილეს ჯგუფი 5 ქალაქში ტურნეთი აღნიშნავს

134

ჯგუფი „ვაკის პარკი“ იუბილარია. 20 წლის იუბილეს ჯგუფის წევრები სპეციალურად ამ თარიღისთვის დანიშნული ტურნეთი აღნიშნავენ. ისინი კონცერტებით საქართველოს 5 ქალაქს მოივლიან. 8 მაისს, ქუთაისელი მაყურებლისთვის იმღერებენ, 11 მაისს რუსთავში გამოვლენ, 18 მაისს თელავში, 11 აგვისტოს ბათუმში, კორტებზე, ხოლო სექტემბერში ტურნეს თბილისში, „ივენთ ჰოლში“ დაასრულებენ.

ზაზა ხუციშვილმა თაყვანისმცემლებისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მუსიკოსს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

ზაზა ხუციშვილი:

ამ ტურნეს ჯგუფის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაკეთებთ. სახელმწიფოსთან შეხება არ გვაქვს, ორგანიზატორები თავად ვართ, თუმცა ვისარგებლეთ „Check In Georgia“-ს შემოთავაზებით და ბათუმში, კორტებზე გავაკეთებთ კონცერტს. ვფიქრობ, რომ ეს უფრო სამართლიანი შეთავაზებაა და მუსიკოსებს თანაბარ პირობებში აყენებს, უფასო კონცერტებისგან განსხვავებით. ტურნეს სექტემბერში, თბილისში დავასრულებთ.

პროგრამაზე რას გვეტყვით?

შევარჩიეთ 20 სიმღერა, მსმენელებისთვის ყველაზე საყვარელი კომპოზიციები, ორ ახალ სიმღერასაც წარვადგენთ.

ნინო მურღულია

[fbvideo link=”https://www.facebook.com/vakisparkiofficial/videos/vb.267375890053064/350793125044673/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები