LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანიკო თარხნიშვილი დაქორწინდა – ვინ არის მისი რჩეული

666

ვანიკო თარხნიშვილი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ნუცა გამცემლიძეა. წყვილი ერთად მუშაობს. ვანიკოსა და ნუცას ქორწილი 31 ოქტომბერს სასტუმრო „რუმსში“ შედგა. სასტუმროს ულამაზეს ეზოში მათ ხელი რომანტიკულ გარემოში მოაწერეს. როცა პატარძალმა ხელი მოაწერა, ვანიკომ, როგორც სჩვევია, ეს მოწონების ჟესტით გამოხატა…

ქორწილს საკმაოდ ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის კრისტი ყიფშიძე, ბახვა ბრეგვაძე, გიო ხუციშვილი და სხვები.

ვანიკო თარხნიშვილი ერთ-ერთი პირველი პრომოუტერია საქართველოში. ის ჯერ „კოკა-კოლაში“ მუშაობდა, შემდეგ კი მაკა ასათიანთან ერთად მოდის ბიზნესში ჩაერთო. ფეშენშოუების გარდა აკეთებდა უამრავ სხვადასხვა ღონისძიებას.

შვიდი წლის განმავლობაში პრომოუტერი გახლდათ, შემდეგ კი გადაწყვიტა, აფრიკაში, კერძოდ, სიერა-ლეონიში გამგზავრებული და ოთხი წლის განმავლობაში იქ, პარტნიორებთან ერთად, ბიზნესში იყო ჩართული. საქართველოში ორი წლის წინ დაბრუნდა, აქაც ბიზნესში ჩაერთო და „ჩემი ცოლის დაქალების“ ფილმში გადაღებაც მოასწრო.

ვანიკოს არასდროს უყვარდა პირად ცხოვრებაზე საუბარი. ჰყავდა მეუღლე, რომელსაც გაშორდა. მეტი ჟურნალისტებისთვის არაფერია ცნობილი მისი პირადი ამბების შესახებ.

unnamed (1)

unnamed (5)

unnamed (6)

unnamed (7)

unnamed (2)

unnamed (3)

unnamed (4)

unnamed

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები