LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავების სელფი მაკიაჟის გარეშე ინტერნეტს იპყრობს

236

ჰოლივუდის მსახიობებმა დრიუ ბერიმორმა, გვინეტ პელტროუმ, კემერონ დიასმა და ნიკოლ რიჩიმ მაკიაჟის გარეშე სელფი გადაიღეს. ფოტო ბერიმორის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნდა და რამდენიმე საათში მას 300 ათასამდე „მოწონება“ დაუგროვდა.

ფოტო მთაშია გადაღებული და ცნობილი სახეების გარდა მასზე ბერიმორის საზოგადოებისთვის უცნობი მეგობრებიც არიან აღბეჭდილნი.

სურათის კომენტარში ბერიმორმა მოუწოდა ადამიანებს, გაუფრთხილდნენ მათ, ვინც უყვართ და ერთად დაიპყრონ სიმაღლეები. მსახიობის აზრით, აუცილებელია მეგორების სიყვარული და სიკეთის კეთება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვარსკვლავები მაკიაჟის გარეშე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებენ. ადრე იგივე ჯესიკა ალბამ, ბიონსემ და ლედი გაგამაც გააკეთეს.

https://www.instagram.com/p/BNAkPdej4tv/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები