LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატიკანში კათოლიკეების მთავარი სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა

169

ვატიკანში კათოლიკეების მთავარი სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. სადღესასწაულო მესა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა აღავლინა. პაპმა ფრანცისკემ მესა სიბნელეში დაიწყო. ტაძარში სანთლები ლოცვების წაკითხვის შემდეგ აანთეს, რაც სიბნელიდან ნათელში გადასვლის სიმბოლოა და ბიბლიის თანახმად, იესო ქრისტეს მკვდრედით აღდგომას ნიშნავს.

ლიტურგიის დაწყებამდე წმინდა შაბათის საღამოს რომის პაპმა ტაძარში 8 ადამიანი მონათლა, მათ შორის ერთი არალეგალი ნიგერიელი მიგრანტი იყო.

რამდენიმე საათში კათოლიკური ეკლესიის მეთაური ტრადიციულ სააღდგომო მიმართვით გამოვა, რომელსაც წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან წაიკითხავს და მსოფლიოს მოსახლეობას აღდგომას მათივე ენაზე მიულოცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები