LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ველური დასავლეთის სამყარო”: HBO-ს ახალი სერიალი, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა

131

სერიალი „ველური დასავლეთის სამყარო“ (Westworld)  HBO-ს ახალი ფანტასტიკური ჟანრის სერიალია. მისი პრემიერა 2016 წლის 2 ოქტომბერს შედგა და მაყურებელმა ჯერ მხოლოდ 9 ეპიზოდი იხილა, თუმცა შოუმ უკვე სერიალების ისტორიაში ყველა რეკორდი მოხსნა. ესაა ცნობილი ფილმის „დასავლეთის სამყაროს“ ახალი ეკრანიზაცია, რომელიც მაიკლ კრაისტონმა 1973 წელს შექმნა. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ჯონატან ნოლანი, ლიზა ჯოი, ჯე ჯეი აბრაამსი და ბრაიან ბერკი.

სერიალში მოქმედება ფუტურისტულ პარკში ვითარდება, რომელსაც „ველური დასავლეთი“ ჰქვია. ადგილი, რომელიც მეცნიერების მიერაა შექმნილი, ანდროიდებითაა დასახლებული. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება მოხვდეს ამ პარკში, თუმცა შესაძლოა მისი ეს მოგზაურობა საბედისწერო აღმოჩნდეს. სერიალის სიუჟეტის მიხედვით, მეცნიერები ანდროიდებზე კონტროლს კარგავენ. მთავრ როლებს ფილმში ევან რეიჩელ ვუდი, ტენდი ნიუტონი, ჯეფრი რაიტი, ენტონი ჰოპკინსი, ედ ჰარისი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.

უკვე ცნობილია, რომ HBO სერიალის მეორე სეზონზეც მუშაობს. ამ დროისთვის IMBD-ის მონაცემებით სერიალს 9.1 რეიტინგი აქვს, რაც პირველი სეზონის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები