ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია „ოქროს ტალღის“ ორგზის გამარჯვებულები გახდნენ

205

თემო საჯაიასა და ვერიკო ტურაშვილის დუეტი სიმღერაზე „თოვს“, რომლის მელოდიაც და ტექსტიც თემოს ეკუთვნის, დიდი გამოხმაურება გამოიწვია მსმენელს შორის და როგორც ჩანს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრების სიმპათიაც დაიმსახურა, რადგან ეს დუეტი წლევანდელი წლის სიმღერის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული გახდა. პირველი პრიზი მათ საუკეთესო დუეტისთვის მიიღეს, მეორე კი – „მიუზიკბოქსისგან“, წლის საუკეთესო ვიდეოსთვის იმავე სიმღერაზე „თოვს“.

ვერიკო:

კადრებს რომ აჩვენებდნენ, როგორ შეიქმნა „ფორტუნა“, გამახსენდა ყველაფერი, რადგან დაბადების დღიდან დღემდე მოვყვები და განსაკუთრებით მშობლიურია ჩემთვის.

რაც შეეხება გამარჯვებას, გვქონდა მოლოდინები, ამ სიმღერამ დიდ წარმატებას მიაღწია, შეიყვარა ხალხმა და მგონი, ბუნებრივია ეს ჯილდოც.

თემო:

მეორედ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდით. რამე ხომ არ შეგეშალათ (იცინის)? დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“ მთელი წლის განმავლობაში გვამხნევებდა, ჩვენთან ერთად იყო ყველა პრეზენტაციაზე და კონცერტზე და თქვენი მიკროფონი ყველგან ჩანდა, დიდი მადლობა ამისთვის.

ვერიკო:

რადგან „მიუზიკბოქსის“ ჯილდო მივიღეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ვიდეოს ავტორი, ანრი ჯოხაძე, მადლობა მას და ეს მისი ჯილდოცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები