გიორგი გასვიანის თოქშოუში სტუმრად ვერიკო ტურაშვილი მივიდა, რომელმაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, მართლა დაურეკა თუა რა პირადად კახი კალაძემ და დაითანხმა თუ არა საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე.
ვერიკომ აღნიშნა:
კი ბატონო, დამირეკა კახი კალაძემ და მხოლოდ მაგიტომ გადაწყდა ჩემი ამ კონცერტში მონაწილეობა. ვერ ვიტყვი, რომ არ დამირეკეს, რადგან მანამდე, თბილისობაზე ძალიან ხმაურიანი იყო ჩემი არმონაწილეობის საკითხი და ეს გავახმოვანე. საახალწლო კონცერტზე რომ დამირეკეს, იმ წუთში არ მქონდა პასუხი, ორი დღე ვითხოვე მოსაფიქრებლად, ახალ წელს სხვა შემოთავაზებებიც მქონდა… მაშინ მითხრეს, რომ თვენახევრით ადრე უკვე ფორსმაჟორი ჰქონდათ…
კახი კალაძემ დამირეკა. არ ვიცი, რატომ. ალბათ, გადაავლო თვალი სიას და იმ სიაში არ აღმოვჩნდი მე და კიდევ რამდენიმე მომღერალი, მარტო ჩემთვის არ დაურეკავს. შეიძლება, მე ვიცი, რომ კიდევ ანრი ჯოხაძეს დაურეკა. სხვაზე ვერ გეტყვით.
https://www.youtube.com/watch?v=cW4hR3uDPnk