LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ლამაზმანი რატი დურგლიშვილის ახალი კლიპიდან

191

Ardaidardo.Ge

რატი დურგლიშვილი სიმღერაზე „Why“ ახალ კლიპს საზოგადოებას წარუდგენს. ვიდეორგოლი დიდი ხანია, მზადაა, მაგრამ მხოლოდ ახლა იხილავს მზის სინათლეს. ის იმავე კომპანიამ გადაიღო, რომელმაც რატის პირველ ამერიკულ კლიპზე იმუშავა. ვიდეორგოლში ქართველ მომღერალთან ერთად ამერიკელი მსახიობი თამაშობს. ყველა დაინტერესდა, ვინ არის ეს ლამაზმანი. მსახიობისა და კლიპის შესახებ რატი დურგლიშვილი გვიამბობს.


რატი:

ეს კლიპი დიდი ხანია გადაღებულია. ვიდეორგოლი კალიფორნიაში ჯენსენისა და როდრიგესის კომპანიამ გადაიღო. ეს იგივე რეჟისორებია, რომლებიც ჩემს წინა კლიპზე მუშაობდნენ. გადაღებები ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა, ასევე იმ პლაჟზე, სადაც „მაშველები“ გადაიღეს. სიმღერა მილანში ჩავწერე, მელოდია მე მეკუთვნის, ტექსტი – გიორგი ლაღიძეს. ვრცლად (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები