LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ეკუთვნის თაკო გაჩეჩილაძის მანათობელი კაბა

448

20 იანვარს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორგანიზებით, „ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი შედგა. 25 მონაწილეს შორის საერთაშორისო ჟიურიმ და მაყურებელმა ერთობლივად გამოავლინა გამარჯვებული – თაკო გაჩეჩილაძე სიმღერით „Keep The Faith“ საქართველოს უკრაინაში, კიევში წარადგენს.

თაკოს სიმღერის გარდა, სოცქსელში მისი კაბაც მოიწონეს. როგორც თავად თაკომ აღნიშნა, მისი საკმაოდ ორიგინალური და ლამაზი, მანათობელი კაბა დიზაინერ ლაშა ჯოხაძეს ეკუთვნის. მასთან ძალიან ხშირად თანამშრომლობენ ცნობილი ქართველები. ლაშა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დიზაინერი გახლდათ და ულამაზეს კოსტიუმებს ქმნიდა კონკურსანტებისთვის.

თაკომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყველა ადამიანს, ვინც ეხმარებოდა, მადლობა გადაუხადა.

„ჩემო საყვარელო ხალხო!!! მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ!!! სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის!

მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ საქართველოს წარვადგენ კიევში, მაგრამ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ თქვენი რჩეული ვარ! ხალხის ასეთი გაერთიანება და ამხელა დოზით სიყვარული არასდროს მიგრძნია!

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, შესანიშნავი შოუსთვის! ჩემს უნიჭიერეს და უსაყვარლეს მეგობარ ანრის, რომელმაც ჩემთან ერთად ღამეები ათენა ამ სიმღერის შექმნაში! ჩემს მეგობრებს, რომლებიც ბოლო წამამდე გვერდში მედგნენ! მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს! ყველა იმ ადამიანს ვინც იმუშავა ამ პროექტზე!

წარმატებებს ვუსურვებ ყველა დანარჩენ, უნიჭიერეს მონაწილეს!!!

ყველაზე დიდი მადლობა კი, რაც მთავარია, ჩემს გულშემატკივრებს! თქვენ საუკეთესოები ხართ!

P.S ჩამთვალეთ ძველმოდურად,მაგრამ მე ვუხდი მადლობას ღმერთს ამ გამარჯვებისთვის, რადგან მისი ნებაა ყოველივე! მოკლედ, მადლობა ყველას! ძალიან მიყვარხართ და გპირდებით, რომ კიევში აუცილებლად გასახელებთ და ღირსეულად წარვადგენ ჩვენს საყვარელ საქართველოს!!!! მადლობა ❤❤❤მიყვარხართ!“ – აღნიშნა მომღერალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები