LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისოლ ჯგუფისა და კარფურის თანამშრომლობით კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა

142

„ვისოლ ჯგუფსა“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში, „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.

„კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე რამდენიმე სავაჭრო ცენტრს ვფლობთ, სადაც ძირითადი არენდატორი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – „კარფურია“. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე დამატებით პროექტზე, რომლის შესახებაც საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მეოთხე სავაჭრო ცენტრი -Black Sea Mall-ი ბათუმში ოფიციალურად მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გახსნა, სადაც ასევე ძირითადი არენდატორი „კარფურია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები