LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისოლმა „ეკოს” ავტოგასამართი სადგურების გახსნის ექსკლუზიური უფლება მიიღო

91

“ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

ამასთან დაკავშირებით, დღეს 12 საათზე  “ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში  გაიხსნება.

კომპანიის ინფორმაციით,  „ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები