LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vogue-ს „რასისტული“ ფოტოსესიის გამო აკრიტიკებენ

85

ჟურნალი Vogue „რასისტული“ ფოტოსესიის გამო გააკრიტიკეს, სადაც მოდელი კარლი კლოსი იაპონელი გეიშას ვიზუალით არის გადაღებული.

მარტის ნომერი თანამედროვე ამერიკელი ქალის მრავალმხრივ სახეს ეძღვნება. ინტერნეტ-მომხმარებლები გააკვირვა იმ ფაქტმაც, რომ „იაპონური“ ფოტოსეტის გამო კლოსი მიიწვიეს და არა რომელიმე აზიელი მოდელი.

აქამდე მსგავსი ისტორიები ჰოლივუდურ ფილმებშიც მომხდარა, როდესაც აზიელი გმირების როლზე ამერიკელი ვარსკვლავები შეარჩიეს. მაგალითად, ფილმი „ალოჰა“ ემა სტოუნის მონაწილეობით.

Vogue-ის მხრიდან ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები